Thursday, July 16, 2009

გამოფენა-ფორუმი


14 ივლისს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი გამოფენა-ფორუმი.
გამოფენას დაესწრო 14 სკოლის პროექტის მონაწილე 28 პედაგოგი და 28 მოსწავლე, სტუმრები, სკოლის დირექტორები, სასწავლო ნაწილები, მშობლები, სტუდენტები, ევრაზიის ფონდის წარმომადგენლები, ზრდასრულთა განათლების ასოციაციის წარმომადგენლები. სულ 100- მონაწილე.
მასწავლებლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრები. ნახატები, პოსტერები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ალბომები. პორთფოლიოები, სპექტაკლის თოჯინები...
გამოფენა ფორუმზე მოეწყო პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალების პრეზენტაცია:
დაიბეჭდა სახელმძღვანელოები: მოთხრობები ფასეულობითი განათლებისათვის. შეიქმნა ახალი დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლისათვის. რომელშიც შევიდა გორის პედაგოგების მიერ მოძიებული ფასეულობითი მოთხრობები და მომზადებული ახალი აქტივობები. მოეწყო ბლოგის პრეზენტაცია. ფასეულობითი პოსტერებისა და სანიშნების პრეზენტაცია.

2 comments:

  1. ბედნიერი დღე იყო 14 ივლისი პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებლისთვის! ერთად ვიხილეთ ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი უამრავი მასალა, გავიზიარეთ ერთმანეთის გამოცდილება, გავიხარეთ ჩვენი მიღწევებით! და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიხილეთ ამდენი ხნის მუშაობის შედეგი - სახელმძღვანელო, ჩვენს მიერ მოძიებული ახალი აქტივობებით და მოთხრობებით ფასეულობებზე.
    გული მწყდება, რომ დასრულდა ეს ტრენინგი, მაგრამ ვგრძნობ ,რომ სექტემბრიდან დაიწყება ახალი ტალღა ჩვენს კლასებში - ფასეულობითი განათლება!
    დიდი მადლობა თეა ლობჟანიძეს, გიორგი თვალიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც, თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში!
    ელენე ბეთლემიშვილი - გორის მესამე საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ტრენერებს - ცირა თავშავაძესა და თეა ლობჟანიძეს, ასეთი საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგებისათვის!
    იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება...
    პატივისცემით ვერიკო სომხიშვილი

    ReplyDelete