Thursday, July 16, 2009

გამოფენა-ფორუმი


14 ივლისს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი გამოფენა-ფორუმი.
გამოფენას დაესწრო 14 სკოლის პროექტის მონაწილე 28 პედაგოგი და 28 მოსწავლე, სტუმრები, სკოლის დირექტორები, სასწავლო ნაწილები, მშობლები, სტუდენტები, ევრაზიის ფონდის წარმომადგენლები, ზრდასრულთა განათლების ასოციაციის წარმომადგენლები. სულ 100- მონაწილე.
მასწავლებლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრები. ნახატები, პოსტერები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ალბომები. პორთფოლიოები, სპექტაკლის თოჯინები...
გამოფენა ფორუმზე მოეწყო პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალების პრეზენტაცია:
დაიბეჭდა სახელმძღვანელოები: მოთხრობები ფასეულობითი განათლებისათვის. შეიქმნა ახალი დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლისათვის. რომელშიც შევიდა გორის პედაგოგების მიერ მოძიებული ფასეულობითი მოთხრობები და მომზადებული ახალი აქტივობები. მოეწყო ბლოგის პრეზენტაცია. ფასეულობითი პოსტერებისა და სანიშნების პრეზენტაცია.

Friday, July 3, 2009

მოსწავლეების განმარტებები ფასეულობების შესახებ

რა არის უბრალოება?

  • არის ის, როდესაც ადამიანი არის ის, რაც სინამდვილეში არის

  • არის როცა მინდორში უბრალოდ ამოდის ბალახი და ბიბინებს, აყვავდება ატამი და ჰაერში ტრიალებს სასიამოვნო სუნი.

  • ყოყოჩი რომ არ ხარ, ადამიანს მაღლიდან უყურებ

რა არის პატიოსნება?
  • სხვის ნივთს რომ არ აიღებ დაუკითხავად;

  • როცა აკეთებ კეთილ საქმეს და თანაგრძნობას უწევ შენს გვერდით მყოფს

  • არის, როცა არავის ატყუებ, არავის პარავ, ღალატობ, ხარ ერთგული, ასრულებ პირობას;

  • ანგარების გარეშე რომ აკეთებ საქმეს;


რა არის პასუხისმგებლობა?
  • როდესაც ქუჩაში არ დაყრი ნაგავს;

  • არის მოწესრიგებული ნივთებით რომ დადიხარ სკოლაში

  • პატარა დას რომ ჩამაბარებს დედა და კარგად დავახვედრებ

  • ზრუნვა შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე;