Monday, June 29, 2009

მასწავლებლების კომენტარები


კითხვაზე - რით იყო ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი თქვენთვის? მასწავლებლებმა უპასუხეს:

  • კიდევ ერთ კარს გავაღებ მოსწავლეთა გულისაკენ მიმავალ გზაზე;

  • საინტერესო კუთხით წარმოჩინდა ჩემთვის ცხოვრებისეული ფასეულობები და ვეცდები ჩემს მოსწავლეებს ასე დავანახო;

  • დიდი სურვილი გამიჩნდა საფუძვლიანად დავეუფლო სიახლეებს და დიდი ყურადღება მივაქციო ფასეულობების განვითარებას მოსწავლეებში.

  • ძალიან ბევრი და საინტერესო მოვისმინე და ვისწავლე სამომავლოდ რომ გავხდე წარმატებული და საინტერესო მასწავლებელი;

  • ბევრი რამ ვისწავლე, დავფიქრდი ფასეულობებზე, ვისწავლე ახალი აქტივობები, მეთოდები;

  • ტრენინგი მნიშვნელოვანია იმით რომ ეს ყველაფერი არის ახალი და ძალიან საინტერსო. მნიშვნელოვანია რომ იდეებით დატვირთული დავიწყებ ახალ სამუშაო კვირას.

  • საბავშვო მოთხრობებს შევხედე სხვა კუთხით.

  • სასწავლო თეორიები გავაცნობიერე და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვის დროს მათი გათვალისწინება

  • უკეთესად გავიგე სავარჯიშოები და აქტივობები ბედნიერებაზე, პასუხისმგებლობაზე;

  • გავეცანი ახალ აქტივობებს, რომლებიც იმედი მაქვს ეფექტურად იმუშავებს ბავშვებთან;

  • ტრენინგი მნიშვნელოვანია ძალიან, გვასწავლის როგორ გავხადოთ ბავშვებისათვის სწავლის პროცესი საინტერესო და უხაროდეთ სკოლაში მოსვლა,

  • გავეცანი ბევრ ისეთ აქტივობას რომელსაც დღემდე არ ვიყენებდი. ეს კი დამეხმარება ბავშვებთან მუშაობაში.
  • პროექტის "ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში მომზადებული აქტივობები

    • ქ. გორის ყველა სკოლის (სულ 14 სკოლა) 28 დაწყებითი კლასების მასწავლებელი, თითო სკოლიდან 2 წარმომადგენელი დაესწრო ტრენინგს.

    • პედაგოგებისათვის ჩატარდა 12 ტრენინგ-დღე.

    • შეიქმნა 28 მასწავლებლის პორთფოლიო. თითოეული მასწავლებელი აწარმოებს პროექტის შედეგების ამსახველ პორთფოლიოს, სადაც მოთავსებულია მოსწავლეთა ნამუშევრები, მასწავლებლების აქტივობების ჩატარების გეგმები, მოძიებული მასალა, ფოტო არქივი. შექმნილი თვალსაჩინო მასალა.

    • 750-ზე მეტი დაწყებითი კლასების (8-11 წლის) მოსწავლე ჩაერთო პროექტში. პროექტის “ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში მათ უტარდებათ კვირაში ორი დღე ფასეულობითი გაკვეთილები და აქტივობები. სულ ჩატარდა 504 ფასეულობითი გაკვეთილი (თითო პედაგოგმა ჩაატარა 18 გაკვეთილი X 28 პედაგოგზე = 504 ფასეულობითი გაკვეთილი)

    • 28 უფროსკლასელს (14 სკოლიდან ორი წარმომადგენელი, 13-16 წლის ასაკობრივი ჯგუფი) ჩაუტარდა 12 ტრენინგ-დღე შემდეგ თემაზე: ლიდერობა, გუნდურობა, ჯგუფში მუშაობა, დებატების ხელოვნება, ფასეულობები.

    • დაიბეჭდა 3 წიგნი. “მოთხრობები ფასეულობითი განათლებისათვის” (ამ მოთხრობების გამოყენებით მასწავლებლებმა ჩაატარეს გაკვეთილები) ესენია:

    1. წიგნი პირველი/წაიკითხე და გააფერადე, მოთხრობები: “ღუტუნას მუცელი ასტკივდა, ღუტუნას დაბანა არ უნდოდა”. დაიბეჭდა 1000 ცალი.


    2. წიგნი მეორე/წაიკითხე და გააფერადე, მოთხრობები: “აბა, ვის ვეთამაშო? მტირალა ზაზღუ”. დაიბეჭდა 1000 ცალი.

    3. წიგნი მესამე/წაიკითხე და გააფერადე, მოთხრობა: “რა ვაჩუქო ნინის?” დაიბეჭდა 1000 ცალი.

    14 სკოლას დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის გადაეცა 2550 წიგნი.

    1. წიგნი პირველი/წაიკითხე და გააფერადე, მოთხრობები: “ღუტუნას მუცელი ასტკივდა, ღუტუნას დაბანა არ უნდოდა.” 850 ცალი.

    2. წიგნი მეორე/წაიკითხე და გააფერადე, მოთხრობები: “აბა, ვის ვეთამაშო? მტირალა ზაზღუ.” 850 ცალი.

    3. წიგნი მესამე/წაიკითხე და გააფერადე, მოთხრობა: “რა ვაჩუქო ნინის?” 850 ცალი.